სამუშაო შეხვედრების რეფლექსიები
I სამუშაო შეხვედრა
II სამუშაო შეხვედრა
კოლეგებთან სამუშაო შეხვედრებში მონაწილეობა
მასწავლებლის რეფლექსია
მონაწილე
მასწავლებლის სახელი და გვარი:
მადონა ჭიჭინაძე
|
შეხვედრის
/ შეხვედრების თარიღი: 4.05;
11.05; 18.07;
|
შეხვედრის
/ შეხვედრების თემა: ვირტუალური საკლასო ოთახი Edmodo.com
;
|
შეხვედრის
/ შეხვედრების მიზანი: რეგისტრაცია
ვებგვერდზე edmodo.com;
ვირტუალური
საკლასო ოთახის გამოყენემის წესების გაცნობა. ელექტრონული რესურსის შექმნა ედმოდოზე;
შეხვედრაძე განხილილი თემის აქტუალურობა: სამუშაო
შეხვედრაში მონაწილეობა გადავწყვიტე ჩემი პროფესიული საჭიროებდან გამომდინარე, სსიპ რევაზ მუმლაძის სახელობის ქალაქ ზესტაფონის
მეშვიდე საჯარო სკოლაში აქტიურად მიმდინარეობს
ციფრული ტექნოლოგიების დანერგვა სასწავლო
პროცესში. მიმაჩნია, რომ ეს სასწავლო პროცესს უფრო სახალისოს და საინტერესოს გახდის.
ამიტომ გადავწყვიტე მეც მიმეღო მონაწილეობა მასწავლებელთა სამუშაო შეხვედრებში, განმემტკიცებინა ჩემი ცოდნა ციფრული რესურსების
შექმნის საქმეში. ამიტომ გადავწყვიტე გავცნობოდი
ვირტუალური საკლასო ოთახის გამოყენების ინსტრუქციებს.
|
გთხოვთ
მოკლედ აღწეროთ რა იყო თქვენთვის მნიშვნელოვანი და ახალი:
შეხვედრაზე
დავრეგისტრირდი ვებგვერდზე Edmodo.com. გავეცანი ვირტუალური საკლასო
ოთახის გამოყენების წესებს. შევქმენი მოსწავლეთა კლასები. ასევე მათი მშობლების ჯგუფები.
მნიშვნელოვანია
ისიც, რომ აქვე შესაძლებელია ელექტრონული რესურსების შექმნა და შენახვა.
|
გთხოვთ
მოკლე აღწეროთ შეხვედრებში მონაწილეობამ რა შემატა თქვენს გამოცდილებას:
ვირტუალურ
საკლასო ოთახი გამიმარტივებს შემდგომში მუშაობას. რადგან შევძლებ მოსწავლეებს გადავუგზავნო
სახლში დავალებები ნებისმიერ დროს. შემაჯამებელი დავალების შესრულებისას მოსწავლეები
მაშინვე გაიგებენ შედეგებს და რაც ძალიან მნიშვნელოვანია მათ მშობლებსაც ნებისმიერ
დროს შეუძლიათ ნახონ შვლების პროგრესი სახლიდან გაუსვლელად. მეც მექნება მათთან კომუნიკაციის
მეტი საშუალება. ამით საგაკვეთილო დრო დაიზოგება.
|
როგორ
გამოიყენეთ შეძენილი ცოდნა და უნარები თქვენს პედაგოგიურ პრაქტიკაში :
შევქმენი
ჩემი მოსწავლეების კლასი. დავარეგისტრირე მოსწავლეებიც ამ ვებგვერდზე. შევქმენი ელექტრონული
რესურსი (ტესტი) შემაჯამებელი დავალებისთვის, რამაც გამიმარტივა სამუშაო. აღარ დამჭირდა
დავალების ფურცლებზე ამობეჭდვა. თან რაც ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეებმა გაკვეთილზევე
გაიგეს თავიანთი ნამუშევრების სისწორე. უფრო მეტიც ამავე გაკვეთილზე მოვასწარით შეცდომების
გასწორებაც. მაშინ როცა სხვა დროს ამას ორი გაკვეთილი ჭირდებოდა, რადგან ყველა ბავშვის
ნამუშევრის გასწორებას მაშინვე ვერ ვასწრებდი. შედეგები მეორე გაკვეთილისთვის მიმქონდა.
შემდეგ ვახდენდით გარჩევას.
|
როგორ
გამოიყენებთ ამ შეხვედრაზე მიღებულ გამოცდილებას მოსწავლეების შედეგების გასაუმჯობესებლად?
მომავალში ამ
პრაქტიკას აქტიურად დავნერგავ, რაც მნიშვნელოვნად გამიმარტივებს მუშაობას. მოსწავლეებიც და მათი მშობლების კმაყოფილნი იქნებიან.
ეს განაპირობებს მშობელთა უფრო მეტ ჩართულობას სასწავლო პროცესში. რადგან მშობლები
სკოლაში მოსვლას ხშირად ვერ ახერხებენ სამსახურის გამო მათ შვილების სწავლის პროგრესის
გაცნობა სახლიდან შეეძლებათ.
|
II სამუშაო შეხვედრა
კოლეგებთან სამუშაო შეხვედრებში მონაწილეობა
მასწავლებლის რეფლექსია
მონაწილე
მასწავლებლის სახელი და გვარი:
მადონა ჭიჭინაძე
|
შეხვედრის
/ შეხვედრების თარიღი: 25.05;
01.06; 08.06;
|
შეხვედრის
/ შეხვედრების თემა: ბლოგის შექმნა; ბლოგის მართვა; სასწავლო რესურსის
შექმნა ბლოგზე.
|
შეხვედრის
/ შეხვედრების მიზანი: რეგისტრაცია
ვებგვერდზე blogspot.com
ბლოგის
შექმნა და მართვა. ელექტრონული რესურსის
შექმნა ბლოგზე.
შეხვედრაზე განხილული თემის აქტუალურობა: სამუშაო
შეხვედრაში მონაწილეობა გადავწყვიტე ჩემი
პროფესიული საჭიროებდან გამომდინარე. სსიპ
რევაზ მუმლაძის სახელობის ქალაქ ზესტაფონის მეშვიდე საჯარო სკოლაში აქტიურად მიმდინარეობს ციფრული ტექნოლოგიების
დანერგვა სასწავლო პროცესში. მიმაჩნია, რომ
ეს სასწავლო პროცესს უფრო სახალისოს და საინტერესოს გახდის. ამიტომ გადავწყვიტე მეც
მიმეღო მონაწილეობა მასწავლებელთა სამუშაო შეხვედრებში, განმემტკიცებინა ჩემი ცოდნა ციფრული რესურსების
შექმნის საქმეში. შეხვედრებზე გავეცანი ბლოგის
შექმნის ინსტრუქციებს, ბლოგის მართვას, რათა შემექმნა ციფრული რესურსები, რომლებსაც
გამოვიყენებდი სასწავლო პროცესში.
|
გთხოვთ
მოკლედ აღწეროთ რა იყო თქვენთვის მნიშვნელოვანი და ახალი:
შეხვედრაზე
დავრეგისტრირდი ვებგვერდზე blogspot.com, გავეცანი ბლოგის შექმნის
და მართვის წესებს. შევქმენი სასწავლო რესურსი, რომელსაც გამოვიყენებ სასწავლო პროცესში.
|
გთხოვთ
მოკლედ აღწერეთ შეხვედრებში მონაწილეობამ რა შემატა თქვენს გამოცდილებას:
განვიმტკიცე ბლოგზე მუშაობის წესების შესახებ ცოდნა, რომელსაც
მომავალში გამოვიყენებ.
შევქმნი
ელექტრონულ რესურსებს, რომელიც იქნება საჯარო და ყველა გამოიყენებს. მე კი გამიმარტივებს შემდგომში მუშაობას. რადგან შევძლებ
მოსწავლეებს გადავუგზავნო სახლში დავალებები ნებისმიერ დროს. გაეცნონ სახლში ახალ
ინფორმაციას (შებრუნებული საკლასო ოთახი) და ამით საგაკვეთილო დრო დაიზოგება.
|
როგორ
გამოიყენეთ შეძენილი ცოდნა და უნარები თქვენს პედაგოგიურ პრაქტიკაში :
შევქმენი
ელექტრონული რესურსი ,,ქართული ანბანი“, რომელიც ავტვირთე ბლოგზე. ამ რესურსის გამოყენება შეეძლება ნებისმიერ
დაინტერესებულ პირს. ასევე მეც შემიძლია
გამოვიყენო სხვადასხვა კლასში.
|
როგორ
გამოიყენებთ ამ შეხვედრაზე მიღებულ გამოცდილებას მოსწავლეების შედეგების გასაუმჯობესებლად?
მომავალში ამ
პრაქტიკას აქტიურად დავნერგავ, რაც მნიშვნელოვნად გამიმარტივებს მუშაობას. სამუშაო შეხვედრები ძალიან დამეხმარა, რომ განმემტკიცებინა
ცოდნა. მომავალში ბლოგს კიდევ უფრო დავხვეწავ, და საინტერესო და საჭირო ელექტრონულ
რესურსებს შევქმნი, რომელსაც გამოვიყენებ საგაკვეთილო პროცესში.
|
შენიშვნა: გთხოვთ
რეფლექსიის ფორმას დაურთოთ შეხვედრის დროს ან შეხვედრაში მონაწილეობის შედეგად შემუშავებული
სასწავლო რესურსი (გაკვეთილის გეგმა, შეფასების რუბრიკა, აქტივობის გეგმა, მოსწავლეთა
შედეგების ანალიზი, და ა.შ.).
Comments
Post a Comment