ფარნავაზი


ფარნავაზ I

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigationJump to search
Disambig-dark.svgსხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ფარნავაზი.
ფარნავაზ I
Pharnavaz I relief (2).jpg
ფარნავაზის ბარელიეფი
იბერიის მეფე
მმართ. წლები:ძვ. წ. 284 – ძვ. წ. 234[1]
ძვ. წ. 302 – ძვ. წ. 237[2][3][4]
ძვ. წ. 272 – ძვ. წ. 206[5][6]
ძვ. წ. 284 – ძვ. წ. 219[7]
ძვ. წ. 299 – ძვ. წ. 234[8]
წინამორბედი:
შეიქმნა სამეფო [9][10]

აზო
მემკვიდრე:საურმაგ I
დაბ. ადგილი:მცხეთა
მეუღლე:დურძუკი ქალი
შვილები:საურმაგი
დინასტია:ფარნავაზიანები
მამა:სამარას ძმა
დედა:დარიოს III-ის ასული
ფარნავაზ I[11][12][13][14][15][16][17][18][19][20] (სპარს. ფარნა – დიდება[21]ლათ. Pharnabazus I) — იბერიის პირველი[კ 1][კ 2][კ 3] მეფე, ხოლო „მოქცევაჲ ქართლისაჲს“ მიხედვით: იბერიის მეორე მეფე ძვ. წ. IV საუკუნეში. ფარნავაზი მცხეთის უკანასკნელი მამასახლისის, სამარას ძმისშვილია. იგი საქართველოს პირველი გამაერთიანებელი და ფარნავაზიანთა დინასტიის დამფუძნებელია.

ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფარნავაზი იყო მამით ქართლოსიანი, მცხეთის უკანასკნელი მამასახლისის — სამარას ძმის შვილი. ფარნავაზის მამა კი მსახურობდა სპარსეთის მეფის დარიოს III-ის კარზე სადაც შეირთო ცოლად მეფის ასული[22]ალექსანდრე მაკედონელის მიერ სპარსეთის აღების შემდეგ ფარნავაზის მშობლები მცხეთაში დაბრუნდნენ სამარა მამასახლისთან თავის შესაფარებლად. სპარსეთის აღების შემდეგ ალექსანდრემ კავკასიაზეც გამოიწია და მცხეთის აღებისას მოკლა ფარნავაზის მამა და ბიძა, ხოლო მცხეთაში დასვა აზო. საფრთხის თავიდან აცილების მიზნით ფარნავაზის დედა თავის მცირეწლოვან შვილებთან (ფარნავაზი 3 წლის იყო) ერთად იძულებული გახდა გახიზნულიყო ჯერ სარმატიაში ხოლო შემდეგ გადასულიყო სპარსეთში. უკვე 20 წლის ფარნავაზი თავის ორ დასთან და დედასთან ერთად ბრუნდება მცხეთაში და ვინაობის გაუმხელად უახლოვდება აზოს.
ერთხელაც ფარნავაზი სიზმარს ნახულობს რომელიც წინასწარმეტყველებასავით აუსრულდება, როდესაც დიღმის გამოქვაბულში ნადირობისას იპოვნის თვალუწვდენელ განძს, რომლითაც დაგეგმავს აზონის ჩამოგდებას და ფარნავაზიანთა დინასტიის გავრცელებას სრულიად ივერიაზე. ის იმოყვრებს ჯერ კოლხეთის მამასახლისს ქუჯს გაატანს რა ცოლად მის უმცროს დას, ხოლო შემდეგ უფროს დას ათხოვებს სარმატ მთავარზე. ამ ორი დიდი კავშირით ფარნავაზი მიიწევს აზონის ჩამოსაგდებად. შეშინებული აზო გარბის ჯავახეთში, კერძოდ არტაანში და იქ ჰურის ციხეში აფარებს თავს. ფარნავაზი უბრძოლველად იღებს მცხეთას და შემდეგ უკავშირდება სელევკიდების მეფეს, სელევკოს დიდს, და უთვლის განძს, რათა არ მიემხროს აზონს მრძოლაში. სელევკიდთა მეფის განდგომის შემდეგ აზონი იძულებული ხდება საშველად მიმართოს საბერძნეთს (თრაკია-მაკედონიის მეფეს, ლისიმაქეს), რომელიც დასახმარებლად უგზავნის მას არმიას.
ერთის მხრივ ფარნავაზი გაერთიანებული ძალით, ხოლო მეორეს მხრივ აზო საბერძნეთის არმიით შეებრძოლენ ქაჯეთის ციხესთან, სადაც აზო მოიკლა, ხოლო ბერძნები კი განიდევნენ რეგიონიდან. საბოლოოდ ფარნავაზმა თავი ქართლის მეფედ გამოაცხადა, ხოლო სამეფო ნიშნები და ინვესტიტურა ანტიოქოს I-გან მიიღო.
ფარნავაზმა საქართველო ცხრა საერისთავოდ ჩამოაყალიბა.
გამარჯვებულმა ფარნავაზმა დაიწყო სახელმწიფო რეფორმების გატარება. ქართლი დაიყო ადმინისტრაციულ ერთეულებად – საერისთავოებადერისთავებს ევალებოდათ საერისთავოში ჯარის შეკრება და მისი სარდლობა, ხარკის აკრეფა, სხვადასხვა ადმინისტრაციული საკითხის გადაწყვეტა. სულ შეიქმნა რვა საერისთავო.
  1. არგვეთის საერისთავო („მისცა მცირით მთითგან, რომელ არს ლიხი, ვიდრე ზღუ[რ]ადმდე [ეგრისისა], რიონს ზემოთ“);
  2. კახეთ, კუხეთ, ჰერეთის საერისთავო („მისცა არაგჳთგან ვიდრე ჰერეთამდე, რომელ არს კახეთი და კუხეთი“);
  3. ხუნანის საერისთავო („მისცა ბერდუჯის მდინარითგან ვიდრე ტფილისამდე და გაჩიანთამდის, რომელ არს გარდაბანი“)
  4. სამშვილდის საერისთავო („მისცა სკჳრეთისა მდინარითგან ვიდრე მთამდე, რომელ არს ტაშირი და აბოცი“);
  5. წუნდის საერისთავო („მისცა ფანვარითგან ვიდრე თავადმდე მტკურისა, რომელ არს ჯავახეთი და კოლა და არტანი“);
  6. ოძრხეს საერისთავო („მისცა ტასისკარითგან ვიდრე არსიანთამდის, ნოსტის თავითგან ზღუამდის, რომელ არს სამცხე და აჭარა“);
  7. კლარჯეთის საერისთავო („მისცა არსიანითგან ზღუამდე“);
  8. ეგრისის საერისთავო („ხოლო ეგრის წყალს ქუემოთ დარჩა ბერძენთა ... მისცა ქუჯის ქუეყანა ეგრის წყალსა და რიონს შუა, ზღჳთგან მთამდე, რომელსა შინა არს ეგრისი და სუანეთი“).
სტრატეგიულად ყველაზე მნიშვნელოვანი პროვინცია – შიდა ქართლი, დაექვემდებარა სპასპეტს. სპასპეტი მეფის შემდეგ მეორე პირი იყო სამეფოში და ერისთავებიც პირადად მას ემორჩილებოდნენ.
ფარნავაზმა შემოიღო ახალი კერპი: „ამანვე ფარნავაზ შექმნა კერპი დიდი სახელისა ზედა თვისისა. ესე არს არმაზი, რამეთუ ფარნავაზს სპარსულად არმაზ ერქვა“. არმაზი საერთო ქართული უზენაესი ღვთაება გახდა, ამასთანავე ფარნავაზმა შეინარჩუნა აზოს მიერ მოტანილი კერპები – გაცი და გაიმი.
ქართლის ცხოვრება ფარნავაზს მიაწერს ქართული დამწერლობის შექმნასა და ქართული ენის სახელმწიფო ენად გამოცხადებას: „ამან განავრცო ენა ქართული და არღა იზრახებოდა სხვა ენა ქართლსა შინა თვინიერ ქართულისა“. მანამდე ქართლში ექვს ენაზე საუბრობდა ხალხი: ქართულ, სომხურებრაულბერძნულხაზარულ და ასურულ ენებზე. ფარნავაზმა ააგო არმაზის ციხე და მცხეთას გალავანი შემოარტყა.
ფარნავაზ მეფემ 65 წელი იმეფა და გარდაიცვალა ძვ. წ. 237 წელს. დაკრძალეს არმაზის კერპის სიახლოვეს. ცოლად ჰყავდა დურძუკის ქალი რომლისაგანაც ეყოლა ძე, მისი ტახტის მემკვიდრე — საურმაგ I.


Comments

Popular posts from this blog